Posts

Showing posts from July, 2018

მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო.მეცხრე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე.  ვიმსჯელეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესობისკენ.  ტრენერმა კიდევ ერთხელ დაგვათვალიერებინა პროექტის შეფასების რუბრიკა, . იმედს გამოვთქვამ ,რომ ჩემი პორტფოლიო მოწონებას დაიმსახურებს. დიდი მადლობა ტრენერს ვგაწეული მუშაობისთვის.
სასწავლო პროექტის პორტფოლიო გთხოვთ ნახოთ და შეაფასოთ ჩემი პორტფოლიო

მეშვიდე დღე

დღევანდელ დღეს ჩვენ გავეცანით თუ როგორ გავითვალისწინოთ მოსწავლეთა განსხვავებულობა (ვიზუალი, კინესთეტიკი, აუდიალი, განსაკუთრებით ნიჭიერი, სსსმ, არაქართულენოვანი) შევქმენით სსსმ მოსწავლეზე მორგებული სამუშაო ფურცელი. ჩემთვის განასაკუთრებით საინტერესო იყო სხვადასხვა რესურსების გაცნობა სწავლის ხელშეწყობის მიზნით. მივიღეთ საშინაო დავალება.

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით შეფასების სქემებს. მოვარგეთ ჩვენ მიერ შექმნილ პროექტს.დეტალურად გავეცანით განმავითარებელ შეფასებას. ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო მეექვსე დღე.

მეხუთე დღე

ტრენინგების ციკლის მეხუთე დღემაც საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. გავიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამის მოხმარების წესი და შევქმენით მოსწავლის/მოსწავლეების სავარაუდო პრეზენტაცია, რომელიც კავშირში იყო ჩვენს პროექტთან. გავეცანით შეფასების სქემებს, მოვარგეთ ჩვენ მიერ შექმნილ პროექტს. 

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს შევისწავლეთ სასწავლო პროექტის ძირითადი ნაწილი-შეფასება. ჩვენთვის როგორც ცნობილია შეფასება არის განმსაზღვრელი და განმავითარებელი. დღეს უკეთ აღვიქვით მათი მნიშვნელობა სასწავლო პროექტის  განხორციელებისას. ჩემთვის საინტერესო და ახალი იყო ის,რომ პროექტის მსვლელობისას აუცილებელია ორი ან მეტი შეფასების რუბრიკის შექმნა.

მესამე დღე

ტრენინგის მესამე  დღე დაეთმო მოდული 2-ის (სასწავლო პროექტის დაგეგმვა) გაცნობას.  აღვნიშნეთ, რომ სტანდარტის გათვალისწინება საჭიროა. მოვიძიეთ იგი mes.gov.ge-ზე და მოვარგეთ ჩვენ მიერ დაგეგმილ პროექტს. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა თემატური, ზოგადი და შინაარსობრივი შეკითხვების ჩამოყალიბება. ტრენერისგან მივიღე ამომწურავი პასუხი ჩემთვის ბუნდოვან თემაზე. გავიხსენეთ ელექტრონული ფოსტის მოხმარება, თუმცა ტრენინგის ეს ნაწილი ჩემთვის უინტერესო იყო, რადგან ყოველდღიურად მოვიხმარ ელ. ფოსტას და ახალი არ ყოფილა მისი მოხმარების წესის გაცნობა ჩემთვის.

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე დაეთმო სრულყოფილი სასწავლო პროექტის პორტფოლიოს შემადგენელი ნაწილების გაცნობას. გავეცანი პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე და თავადაც შევქმენი საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ერთ-ერთი რესურსია. დღე  მეორე საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩემთვის.

პირველი დღე

ისტ-ის გამოყენებით სასწავლო პროცესის დაგეგმვა 21-ე საუკუნის მასწავლებლის მთავარი გამოწვევაა, ამიტომაც სიამოვნებით დავთანხმდი ტრენინგების ციკლის მე-3 ეტაპს. დაგეგმილი ტრენინგების პირველ დღეს გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, გავიხსენეთ საკუთარ ბლოგზე შესვლა და დათვალიერება. პირველი დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.